ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია! - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

ავარია ანანურთან

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ31 (ჟინვალი-ანანური) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს. 

ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალი-ანანურის მონაკვეთთან, გაზით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.