ყირიმ-კონგოს ცხელებით კაცი გარდაიცვალა

სასწრაფო

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებული რვა ინფიცირებულიდან ერთი, 60 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა - ახალციხის კლინიკას მან 1 ივნისს მიმართა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ახალციხის კლინიკამ პაციენტის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი მიღებისთანავე გადაამისამართა თბილისის კლინიკაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, მას კვლევა ჩაუტარდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფიცირებულს მაღალი ტემპერატურა და მუცლის ტკივილი ჰქონდა, მათ კი ეგონათ, რომ ეს ინტოქსიკაციის შედეგი იყო.

კაცი 3 ივნისს გარდაიცვალა.

2015-2021 წლებში ყირიმ-კონგოთი ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 5-დან 24 შემთხვევამდე მერყეობდა მაშინ, როდესაც 2022 წელს 47 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 3 პაციენტი გარდაიცვალა.