ვიქტორ სანიკიძე და მაიკო ბიწაძე შვილის ნათლობის კადრებს გვიზიარებენ
1732567016
შემთხვევა, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
ავტომანქანაში მყოფი 26 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.
ავარიაში გარდაცვლილი ახალგაზრდა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები, 26 წლის ნიკა ლეგაშვილია.
„უმძიმესი ამბავია ჩვენი სოფლისთვის. ასეთ წესიერ, ზრდილობიან და კეთილშობილ ახალგაზრდას, ბევრს ვერ შეხვდებით. ძალიან დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის ასეთი ბიჭების დაკარგვა. ცოლ-შვილიც არ დარჩა, სტუდენტი და ჰყავს და დედ- მამა, გამწარდა ოჯახი"- ამბობენ ადგილობრივები.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.