დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი სპეცავტომობილი ავტომაგისტრალზე მოძრაობისას ამობრუნდა, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ერთი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორში, კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.