1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. ინფორმაციას და კადრებს „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
თვითმხილველის ინფორმაციით, „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
შემთხვევის დროს დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთია ავტომობილის მძღოლი, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო, ხოლო მეორე გამვლელი ქალია.
ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.