შხაპის მიღება დილით ჯობია თუ საღამოს - მეცნიერებს ზუსტი პასუხი აქვთ
1755368512
ხაშურის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ საღამოს, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, ველოსიპედით მოძრავ 13 წლის ნიკა ბანცაძეს ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად მოზარდმა სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი, რომელიც ბავშვს დაეჯახა, დიდი სისწრაფით მოძრაობდა და მას ხაშურში მცხოვრები 18 წლის ახალგაზრდა მართავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.