ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ხანძარი

ვარკეთილში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა. არის ძლიერი დაკვამლიანება.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

ტერიტორიაზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.