1736337874
ლაგოდეხში კაცის ცხედარი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.
სოფელში ვარაუდობენ,. რომ კაცი მოკლეს, რადგან ის მესაფლავედ მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ, მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა.
კონფლიქტის შემდეგ კაცი გაუჩინარდა.
გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით, მისი ცხედარი იპოვეს.