1787752555
უბედური შემთხვევა ყარაჯალაში - მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 56 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს, ერთ-ერთმა თანასოფლელმა, დაზიანებული ელექტროგაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა. მამაკაცი ელექტროგადამყვან ბოძზე ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.
გარდაცვლილის ჩამოყვანა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ენერგოკომპანიამ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ შეუწყვიტა.
ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











