„ვინც უსვამთ ხაზს, რომ იქ ჩახოცილები ღმერთს არ ჰყვარებია, თქვენ არაფერი გცხიათ ღმერთიანობის!“ – თეა გვიჩიანი

თეა გვიჩიანი შოვის ტრაგედიაზე

18 დაღუპული და 16 დაკარგული - ტრაგედიის მეოთხე დღეს შოვში ვითარება ისევ უმძიმესია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა გვიჩიანი შოვის ტრაგედიას ეხმაურება და და პარალელს ავლებს შატილში რამდენიმე წლის წინ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თვითონ კი შემთხვევით გადარჩა.

"რამდენიმე წლის წინ, შატილის ტრაგედია რომ მოხდა და 17 ადამიანი ხევში ჩაიჩეხა, მეც იმ ტურზე უნდა ვყოფილვიყავი, უბრალოდ წინაღამით ამინდმა ცოტა დამაფიქრა და დილით უკვე გამზადებულზე რატომღაც დავიზარე კარში გასვლა, რა თქმა უნდა იქამდეც და მას შემდეგაც ვმადლობ და ვადიდებ უფალს ყოველი დღისთვის, მაგრამ რა სინდისი და ადამიანობა მათქმევინებდა მსგავსს, რომ მაინცდამაინც მე ვყვარებივარ ღმერთს და ის 17 გარდაცვლილი ადამიანი არა..ვინც ახლანდელ ტრაგედიაზე წერთ, რომ ვინც გამოასწო ტრაგედიას თურმე ღმერთს ჰყვარებიაო, იმდენი ჭკუაც არ გყოფნით და არც სინდისი გაგაჩნიათ, ამით იმას უსვამთ ხაზს, რომ იქ ჩახოცილები ღმერთს არ ჰყვარებია, თქვენ არაფერი გცხიათ ღმერთიანობის!ღმერთმა ყველას შვილი, მშობელი და დედმამიშვილი დაიფაროს განსაცდელისგან!"-წერს თეა გვიჩიანი.