დარჩა მხოლოდ სიცარიელე… ჩემს ტკივილთან ერთად ვცხოვრობ – თაკო ნატროშვილი პირად ტრაგედიაზე

tako natroshvili

მოდელი, თაკო ნატროშვილი, რომელიც ემიგრაციაშია, პირად ტრაგედიაზე საუბრობს. მისი თქმით, მან საკუთარი დედა უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილა.

„დედა ერთი წელი ავადმყოფობდა, ვფიქრობ ძალიან განიცდიდა ჩემს მონატრებას, ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ დედა უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე.  ყველაფერმა ხელი შემიშალა, რომ მასთან ბოლო ხანებში ახლოს ვყოფილიყავი. კახიზე ძალიან ბევრს ნერვიულობდა და ძალიან უყვარდა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ისევ ჩემმა ოჯახმა, მეუღლემ და ბავშვებმა გადამატანინეს.

15 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა, ახლა დედაც აღარ მყავს და ვხვდები, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დასრულდა, დარჩა მხოლოდ სიცარიელე. შინაგანად ეს ტკივილი მუდამ თან დამყვება, უბრალოდ ვცდილობ გარეგნულად არ შევიმჩნიო. საბოლოოდ ჩემი თავი ხელში ავიყვანე და ჩემს ტკივილთან ერთად ვცხოვრობ“- ყვება ჟურნალ „სარკესთან“ თაკო ნატროშვილი.

შეგახსენებთ, თაკო ოჯახთან ერთად წლებია გერმანიაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მისთვის იძულებითი იყო, რადგან მის შუათანა ბიჭს, კახის საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუდგინეს. ამიტომ ის და მისი ქმარი იძულებული გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ. ახლა კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესია.

 

დაგაინტერესებთ: კაცი ექსტრასენსს უჩივის, რადგან მან დაპირების მიუხედავად, “ყოფილი შეყვარებულის ჯადო” ვერ მოხსნა