„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, სადაც საოფისე ფართებია განლაგებული, ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.
ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი.