1746988990
წალენჯიხაში, ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებულის სახლში, ხანძარი გაჩნდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, იმ პირის სახლში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საკუთარი საცხოვრებლის დაყაჩაღების სცენა დადგა, ცეცხლი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, სახლი მთლიანად დაწვას გადაურჩა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები დროულად მივიდნენ.
სახლის მეპატრონე კი ამ წუთებში იკითხება. სამართალდამცველებთან ამბობს, რომ სახლში სადენები გაუმართავი იყო და მთელი დღის განმავლობაში სუნი იგრძნობოდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ასევე ნახეთ: