1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
მფრინავი მოტოციკლი 1983 წლის "ვარსკვლავური ომების" ფილმს მოგვაგონებს. საუბარია "ჯედაის დაბრუნებაზე", რომელშიც დაახლოებით ასეთი მოტოციკლით დაფრინავენ პერსონაჟები და ეს ისე, თითქოს გრავიტაცია საერთოდაც არ არსებობდეს.
სტარტაპმა სოციალურ ქსელში მოტოციკლით სეირნობის სარეკლამო ვიდეოც კი გაავრცელა, რომელიც ერთი შეხედვით მართლაც ვარსკვლავური ომებიდან კადრები გეგონებათ.
გამომგონებელი ტომაშ პატანია, რომელმაც წელს წარადგინა ერთკაციანი, სრულად ელექტრო eVTOL სახელწოდებით Jetson ONE-იც წარადგინა. ის ახლა მფრინავი მოტოციკლის შექმნის იდეას დაუბრუნდა და 200 კმ/სთ-მდე სიჩქარის მისაღწევად მბრუნავი პროპელერების ნაცვლად რეაქტიული ძრავა გამოიყენა.
"მფრინავი მოტოციკლის უნიკალური სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც სპეციალური კომპიუტერის მეშვეობით მოქმედებს, ავტომატურ ჰოვერსა და მართვის სიმარტივეს უზრუნველყოფს მძღოლისთვის", — აღნიშნულია სტარტაპის ვებგვერდზე.
ამის გარდა, სხვა დეტალები ცნობილი ჯერ არ არის. ჩვენ არ ვიცით, როგორი ძრავები გამოიყენება, რამდენ ხანს შეუძლია მოტოციკლს ჰაერში დარჩენა ან რა მანძილის დაფარვაა შესაძლებელი.
ასევე არ ვიცით, როდის გახდება მოტოციკლი კომერციულად ხელმისაწვდომი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ეღირება ის. მეორე მხრივ, Volonaut აცხადებს, რომ Airbike ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
New Atlas-ის მიერ ჩატარებული გამოთვლების თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოტოციკლს შეუჩერებლად ორ-სამ წუთზე გაცილებით დიდხანს ფრენა შეეძლოს.