ტრაგედია მარნეულში - რა ჩანს კადრებში, რომელიც ვიდეო რეგისტრატორმა გადაიღო

კადრები

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

კადრებში, რომელიც ავტომობილში დამონტაჟებულმა ვიდეო რეგისტრატორმა გადაიღო, ავტომობილების შეჯახების მომენტია ასახული.

დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავებულია ასევე 2 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

ნახეთ კადრები ⇓