რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
თელავში სურსათის მცირე ზომის მაღაზია დაიწვა. შემთხვევა, ალაზნის გამზირზე, დასახლებულ პუნქტში მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, შენობაში აალება მოხდა და ის, სრულად დაიწვა.
ხანძრის დროს, სასურსათო მაღაზია დაკეტილი იყო. ძლიერი ცეცხლის დროს, შენობასთან ახლოს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა იდგა, თუმცა არავინ დაზარალებულა.
სასურსათო მაღაზია კერძო პირს ეკუთვნის.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილობრივებმა გამოიძახეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.