1744748868
ხანძარს საფრანგეთში 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია

საფრანგეთში, ლიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 3-დან 15 წლამდეა.
ხანძრის შედეგად დაშავებული კიდევ 4 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათ შორის 2 მეხანძრე.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 7-სართულიან კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მთელს შენობას მოეკიდა. მის ჩაქრობაში 170 მეხანძრე მონაწილეობდა.