თელავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი

თელავში, მრავალბინიან საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

ხანძარი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.

ბინაში მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელმაც სახლის დატოვება დროულად შეძლო.

,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაზიანდა ტექნიკა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელი გახდა. ადგილზე რჩებიან მეხანძრე- მაშველები და პოლიცია. მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.