1740372372
VIDEO: ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარია - კადრები ადგილიდან

ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ფეისბუკგვერდი ,,ბათუმი/batumi" ავრცელებს.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. როგორც ,,პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, უწყებაში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.