თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს

ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვარკეთილის რაიონში ქალის ცხედარი იპოვეს.

მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლებმა სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს და პოლიციაში დარეკეს. ქალი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

„ქალი დაღუპულა და სუნმა სანამ არ შეაწუხა ხალხი, ვერ გაუგიათ, საცოდავი“, - წერს ადგილობრივი.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.