ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
1760646757
დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება გააძლიერებს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს, დღეს, ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალების მეშვეობით, რაღაცას ააყირავებენ ამ ქვეყანაში არჩევნების გზით, თუ არჩევნების გარეშე, რაც ვერც ერთხელ ვერ გააკეთეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
მისივე თქმით, არჩევნები წააგეს ყოველ ჯერზე და ქუჩაშიც ვერაფერი შეძლეს.
„არჩევნები წააგეს ყოველ ჯერზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ იყო ჩართული კამპანიაში კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ და ვერც ქუჩაში გააკეთეს ვერაფერი, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და ათასი უბედურება გააკეთეს, ათასი უსამართლობა ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. როგორც კი გაჯანსაღდება დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემა ჩვენს ქვეყანაში, მაშინვე გაჯანსაღდება ჩვენი საერთო პოზიციები.
მე პარალელს გავავლებდი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან. მაშინ გახსოვთ, ჩვენ წავედით გარკვეულ გამწვავებაზე შეგნებულად, იმიტომ რომ სრულ ფარსში ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება. რამდენიმე NGO-ს უწოდებდნენ „სამოქალაქო საზოგადოებას“. ჯერ ეს რა ტერმინია, რას ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება, როგორ შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოება იყოს ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ან ვიღაც „პივიტის“ გამყალბებელი და ა.შ. და როგორ შეიძლება, მაგალითად თსუ-ს პროფესორი არ იყოს სამოქალაქო საზოგადოება, ეს რა ტერმინია საერთოდ. ფარსია ჩვეულებრივი და წლების განმავლობაში, ხმას ვერავინ იღებდა ამ ფარსის წინააღმდეგ.
ჩვენ იძულებულები ვიყავით, შევგუებოდით იმას, რომ გიგაურს და ლომჯარიას ერქვათ სამოქალაქო საზოგადოება და ვიღაც პირობითად მინდია უგრეხელიძე, პროფესორი, ერუდირებული და ღვაწლმოსილი ადამიანი არ იყო სამოქალაქო საზოგადოება. ეს ხომ უბედურებაა. რაღაც მომენტში წავედით გამწვავებაზე, რადგან სხვანაირად, უბრალოდ, არ შეიძლებოდა. ამასაც სჭირდებოდა გაჯანსაღება. არ შეიძლება, ვიღაცამ ასეთ ტყუილში აცხოვროს მთელი ქვეყანა და ხალხი, რომ ლომჯარია არის სამოქალაქო საზოგადოება და შენ არ ხარ სამოქალაქო საზოგადოება. წარმოიდგინეთ, 3 მლნ 700 ათასი მოქალაქიდან 3 მლნ 690 ათასს ეუბნებოდნენ, რომ შენ არ ხარ სამოქალაქო საზოგადოება, ვიღაც ხარო. რას ჰქვია არ ხარ სამოქალაქო საზოგადოება. ჯერ ეს რა ტერმინია, ერთი და იგივეა ხომ, სამოქალაქო და საზოგადოება, თავისი არსით, ერთგვარი სინონიმებია. როგორ შეიძლება 3 მლნ 690 ათას ადამიანს და მეტს უთხრა, რომ შენ არ ხარ სამოქალაქო საზოგადოება და მე ვინც დაგინიშნე ჩემი უცხოური დაფინანსებით, გრანტებით და ასეთი დაფინანსებით, ის არის მაინცდამაინც სამოქალაქო საზოგადოებაო.
ამ ფარსიდან რომ გამოვსულიყავით, წავედით გამწვავებაზე და შედეგი მივიღეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ბევრი ახალგაზრდა და არაახალგაზრდა შეიყვანეს შეცდომაში, ათასი ტყუილი თქვეს, ამერიკის, ევროკავშირის, სხვა ქვეყნების ელჩებმა იკადრეს ტყუილები, მთელი აჟიოტაჟი იყო ამ ყველაფერზე. შედეგად მივიღეთ ის, რომ გადავიტანთ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული ბრძოლა და დღეს, ამ ფარსისგან გათავისუფლებულია ჩვენი ქვეყანა. ვერავინ ვეღარ კადრულობს, ლომჯარიას და გიგაურს დაუძახონ სამოქალაქო საზოგადოება, დანარჩენ 3 მლნ 690 ათას ადამიანს და მეტს კი დაუძახოს არასამოქალაქო საზოგადოება. ყველამ დაინახა, რომ არავითარი სამოქალაქო საზოგადოება ეს არ არის, ეს “ენჯეოები” არიან უცხოური აგენტურა, რაც მერე დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ.
პირდაპირ თქვეს, რომ USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები აფინანსებდნენ ასეთ სუბიექტებს, სწორედ, იმისათვის, რომ აერიათ ქვეყნები, მოეწყოთ რევოლუციები და ა.შ. ჩვენ დაგჭირდა ბრძოლის გადატანა იმისათვის, რომ ქვეყნისთვის მიგვეღო შედეგი და დღეს, ის, რომ ეს ორგანიზაციები დასუსტებულები არიან, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული შედეგი. უცხოური აგენტურა დღეს არის დასუსტებული ამ კანონის საფუძველზე. იგივე ეხება ამ სარჩელსაც. უცხოური აგენტურაა მთლიანად ის პარტიები, რომლებსაც შეეხებათ ეს სარჩელი და უცხოური აგენტურა უნდა დასუსტდეს ყველა მიმართულებით, ეს არის სახელმწიფოებრივი ამოცანა და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე ნებისმიერი ხელისუფლებისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.