წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომი, 3 მ/რ N19-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 10/17/2025 11:00 საათიდან 10/17/2025 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიდი დიღომი 3 მ/რ-ს N18-36 (ლუწებს), N19-37 (კენტებს).

დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქ. N1-თან  წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 10/17/2025 12:00 საათიდან 10/17/2025 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მირცხულავას ქ. N 1, 2, 3ა, 3ბ, 6, 8 ქუჩას და  წერეთლის გამზ. N 130, 132.