თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლენტა

თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა დილით, იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.