თბილისში, ახალგაზრდა სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს

გარდაცვლილი

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთელი ახალგაზრდა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი, ამირან ბაქანიძე გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ 31 წლის გიორგი ბაქანიძის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

ცნობისთვის, გიორგი ბაქანიძე თბილისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანებიდან იყო ჩასული და ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობდა. გუშინ დილით კი, სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

„გიოოოო.. ჩემო გიოოოო.. ჩემო ძმაო, ჩემო შვილო, ჩემი ძამიკოს ობლად გაზრდილო ანგელოზოოო… არც ვიცი რა ვთქვა. რა გავაკეთო. რა ვუთხრა დედაშენს… ვის რა ვუთხრა… უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.“ – წერს ამირან ბაქანიძე.