„გარდაუვალი ცვლილებების დღეა“ - რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი

ასტროლოგია

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ ყველაზე ხელსაყრელ დღეებს, როცა ახალი საქმის წამოწყება და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ და საუბრობენ იმაზეც, თუ როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

15 მაისი

ეს დღე გარდაუვალი ცვლილებების დღეა. ერთმა იმპულსურმა ქცევამ, გადაწყვეტილებამ, დაუგეგმავმა მოქმედებამ შესაძლოა, თქვენი ყოველდღიურობა მთლიანად შეცვალოს და ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს კონცენტრირება თქვენთვის საყვარელ საქმეებზე გააკეთოთ. არ შეგეშინდეთ ცვლილებების. ნუ იტყვით უარს ახალ შეთავაზებასა და წინადადებაზე. შეგიძლიათ, წამოიწყოთ რაღაც განსხვავებული და საინტერესო. თუმცა, ამავდროულად, ჯობს, სამუდამოდ დაემშვიდობოთ ყველაფერს, რაც ძველი, ტოქსიკური და არასასიამოვნოა. ასე თქვენს ცხოვრებაში განახლებული და ბევრად უკეთესი ენერგია შემოვა.

16 მაისი

ეს დღე განვითარებისათვის იდეალურია. ყველა წამოწყება, რომელსაც ამ დღეს დაგეგმავთ, შესანიშნავ შედეგს მოგცემთ. გამოიყენეთ შესაძლებლობა და მასშტაბურ იდეებსა და პროექტებზე ფიქრის ნუ შეგეშინდებათ.

17 მაისი 

ეს დღე გაჩვენებთ, რომ პირადი საზღვრების დაცვა აუცილებელია. მოგიწევთ, ადამიანებს კიდევ ერთხელ განუმარტოთ, რომ აუცილებლად სცენ პატივი თქვენს პირად არჩევანსა და თავისუფლებას და საკუთარი აზრი თავს არ მოგახვიონ. იყავით თავდაჯერებული და ნუ გააკეთებთ იმას, რაც არ გსიამოვნებთ და ტკივილს განიჭებთ.

ნახეთ სრულად