თბილისი ცენტრალის ესკალატორიდან კაცი გადავარდა

სავაჭრო ცენტრი

სავაჭრო ცენტრ, „თბილისი ცენტრალის“ ესკალატორიდან კაცი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ „თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მათი ინფრომაციით, შემთხვევის დროს კაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„დიახ, ფაქტს ვადასტურებთ. მამაკაცი შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა. ის, სავარაუდოდ ნასვამი იყო. სასწრაფო და პატრული გამოვიძახეთ, მიმდინარეობს გამოძიება. შსს-მ კამერების ჩანაწერები ნახა. დაშავებული სასწრაფომ წაიყვანა“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ „თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაციაში.