„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
გერმანიაში, ბავარიის რეგიონში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა.
სამგზავრო მატარებელი, რომელიც ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენიდან მიუნხენის მიმართულებით მოძრაობდა, რელსებიდან გადავარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია ათეულობით ადამიანი, მათგან 15-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ჯერჯერობით უცნობია კატასტროფის გამომწვევი მიზეზები. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, კატასტროფის შემდეგ მგზავრები მატარებლის ფანჯრებიდან გადმოჰყავდათ.
მგზავრებს შორის იყვნენ სტუდენტები და მატარებელი თითქმის სრულად იყო დატვირთული მგზავრებით.
გერმანიამ მიმდინარე წლის ზაფხულისთვის, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, მატარებლების გარკვეულ კატეგორიაზე ერთთვიანი აბონემენტის საფასური 9 ევრო დააწესა, რამაც ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო მატარებლით გადაადგილებაზე მოთხოვნის ზრდას.