1743141376
ტაიფუნი ჰონგ-კონგში - გაუქმდა 200-ზე მეტი ავიარეისი, განადგურებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები

ჰონგ-კონგს ტაიფუნმა "ვიფამ" გადაუარა. ძლიერმა ქარიშხალმა ქალაქში ხეები წააქცია, რის შედეგადაც ავტომობილები დაზიანდა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები.
უამინდობის გამო, შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება. გაუქმდა 200-ზე მეტი ავიარეისი.
ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.