„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 59 000-ს გადააჭარბა

ღაზა

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 59 000-ს გადააჭარბა.

მათივე ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულია 59 000-ზე მეტი, ხოლო დაშავებულია 142 000-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში 130 ადამიანი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი კი დაშავდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლთა ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანები მისვლას ვერ ახერხებენ.