შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1727982002
ოქროს გლობუსი 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. წელს ზენდაიამ Euphoria-ში შესრულებული როლისთვის პირველი ოქროს გლობუსი მოიპოვა. 26 წლის ზენდაიამ კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში სხვა მსახიობებთან ერთად House of the Dragon-ის ემა დარსი და Ozark-ის ლორა ლინი დაამარცხა და ჯილდო მოიპოვა.
სამწუხაროდ, ზენდეიამ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა ინსტაგრამით ჟიურისა და თავის ფანებს მადლობა გადაუხადა:
„ძალიან ვწუხვარ, რომ დაჯილდოებაზე დასწრება ვერ მოვახერხე, მაგრამ მინდა, ამ საოცარი პატივისთვის ოქროს გლობუსს მადლობა გადავუხადო. ნომინანტებო, თქვენ გვერდით ჩემი სახელის დანახვა დიდი პატივია, მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით. უღრმესი მადლობა Euphoria-ს ოჯახს, თქვენს გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. და ბოლოს, მთელი გულით ვუხდი მადლობას ყველას, ვინც რუ საკუთარ გულში შეუშვა. ყველამ იცის, ეს პერსონაჟი ჩემთვის რამდენს ნიშნავს, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუ სხვებისთვისაც რაღაცას ნიშნავს, ეს ჩემთვის საჩუქარია. გულახდილად გეტყვით, რომ მიჭირს სიტყვების პოვნა, მხოლოდ მადლობა შემიძლია ვთქვა. ღამე მშვიდობისა", - წერს ზენდეია თავის ინსტაგრამზე.
View this post on Instagram