„მთის დიდი ნაწილი მოწყდა და კოტეჯები ჩაიტანა... დაგვეხმარეთ!“ - თვითმხილველები უბედურ შემთხვევაზე

mewyeri SovSi

რამდენიმე წუთის წინ ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ შოვში, მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. 

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ვითარება ძალიან მძიმეა. მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა.

შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო, რის გამოც მაშველები ადგილზე ჯერ არ მისულან.

ინფორმაცია განახლდება