შოკისმომგვრელი აღიარება - რას ჰყვება ძალადობაში ბრალდებულ მეგობარ მამაკაცზე თამუნა მექერიშვილი

თამუნა მექერიშვილი

საბავშვო-გასართობი ცენტრის „მინიონების“ დამფუძნებელზე თამუნა მექერიშვილზე ძალადობის ბრალდების სარფის საზღვართან მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს.  არსებული ინფორმაციით, კაცი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

მომხდარის შესახებ მექერიშვილმა სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა და მასზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

მექერიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„არა ძალადობას! არა ძალადობას!
სტატისტიკურად ბოლო 8 თვეში 12 ქალია მოკლული. ... თან ძალადობის დროს სიკვდილი შემთხვევით დგება...
ყველა შემთხვევა.... შემთხვევით ხდება...

ორკვირიანი ჯოჯოხეთის შემდეგ რომელიც მარტომ გავატარე...
გუშინ დილას სადღაც ასე თერთმეტი საათი იქნებოდა... როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე. კალენდარს დავხედე 31 ოქტომბერი ღამე არ მიძინია. ვწერდი და ტკივილს ვიახლებდი.. დილით ცას ავხედე და ვთქვი უფალო მე შენ მატარე... მე უბრალოდ აღარ შემიძლია...

კაშკაშა მზემ თვალი მომჭრა კიდევ უფრო დამარწმუნა გადაწყვეტილების მიღების სისწორეში. საგურამოს პოლიციამდე და ჩემს სახლამდე ზუსტად ხუთი წუთის გზაა. არ მახსოვს არც ეს გზა და არც ის, ჩემი საგურამოს პოლიციელები რომ დამხვდნენ... მე დარცხვენილი ვიდექი მათ წინაშე.. რადგან მე ზუსტად რამდენიმე თვის წინაშე ყველა გავანაწყენე... ისინი ჩემზე ადრე მიხვდნენ ვინ იყო ის ადამიანი. ამიტომ ამ ფრაზაზე სულ მარტო ვარ (ეს ერთი წელი მგონი პოლიციის განყოფილებაში უფრო მეტი დრო გავატარე)...ისინი სულ მპასუხობდნენ მარტო არ ხარ შენთან არის საგურამოს პოლიცია, მაგრამ მაშინ მათი არ დავიჯერე... მადლობა ადამიანებო... მერე ნამდვილო კაცებო... საგურამოს პოლიციის განყოფილების უფროოსს მანუჩარ გირგვლიანს და მის ოპერატიულ გუნდს გამომძიებელ რატი კაპანაძეს (საქვეყნო ბოდიში ჩემგან) მადლობა ქეთი კირთაძეს... რომელიც გუშინ მთელი დღე გაატარა ჩემს გვერდით.... მე მორალურად საშინელი დღე მქონდა გუშინ. განცხადების შესვლიდან და დაკითხვიდან გასული დრო არ მახსოვს ....მე ცუდად ვიყავი....ყველა ფაქტის გახსენება ტკივილს მაყენებდა... უცებ გამომძიებელი ტელეფონით ხელში. სკამიდან წამოვარდა.. არ გაუშვათ !შეაკავეთ!. მეთქი რა ხდება?.სარფის სასაზღვრო პუნქტან სასაზღვრო პოლიციამ დააკავა ქვეყნიდან მიმალვას აპირებდა თურქეთში... დააკავეს.საგურამოს პოლიცია მიყვარხართ..... მადლობა გვერდში დგომისთვის და დანაშაულზე სწრაფი რეაქციისთვის და აღმოფხვრისთვის.ახლა  „არ მაბრაზებთ“ და რა ვქნაგაოგნებული ვარ ახლაც სასტიკად იძალადა ჩემზე ყველანაირად..და ის მიიმალა..და მე ის მიყვარდა?!ვინ იცის რამდენ ქალს შეუყენებდა ჯოჯოხეთის გზას. ზუსტად გეტყვით ბევრს რადგან ყველაზე მეტს მე ვიცნობ...მე გავბედე და ვთქვი .. როდესაც უკან ვიყურები.. და ვიცი ყველაფერი... და მარტო მე არ ვიცი.იცის ყველაფერი ჩემმა ადვოკატმაც.რომელსაც ასევე ვაწყენინე და ელოდა როდის მივხვდებოდი.."მიყვარხარ თამო და ვამაყობ შენით  ".. წუხელ ღამის სამის ნახევარზე მისმა მესიჯმა კიდევ უფრო დამარწმუნა რომ მე ვიღაც ვიხსენი სადღაც.... კიდევ უფრო ვრწმუნდები რომ რაღაცისთვის მამზადებს უფალი რა მისიისთვის მოვევლინე არვიცი... მაგრამ ის ვიცი ანდაზააა "ობლის კვერი ცხვაო ბოლოს გამოცხვაო'იმას რასაც გავუძელი მე ვერ გაუძლებს სხვა.....ბევრი მიზეზებია და არ ვაპირებ არც არაფრის ახსნას ჩემს ცხოვრებაზე და არც თქვენ გირჩევთ ჩემზე ჩემს მაგივრად დასკვნების გაკეთებას . მე ჩემს ცხოვრებას გავაგრძელებ იმაზე მშვიდად ვიდრე ვიყავი..მადლობა უფალო. ძალიან მიყვარხართქვენ კი ხალხო რამდენიც ხართ ჩემი სიყვარულისთვის თუ სითბოსთვის გაჩენილები ყველა მიყვარხართ “, -წერს თამუნია მექერიშვილი.