ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ცოტა ხნის წინ სეტყვა იყო ვარკეთილში.
ფოტო „პრაიმტაიმს“ მიაწოდეს.
გაეცანით 13 აპრილის პროგნოზს ვრცლად ⇓
13 აპრილს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმს. დღისით +5 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +11 ღამის ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.
გორში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +6 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +5, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.