ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ მშობიარე ქალი გარდაიცვალა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი, 30 წელზე მეტი ასაკის ქალი, კლინიკაში თვითდინებით, ოჯახის წევრებმა შეიყვანეს.
ექიმების განმარტებით, თავდაპირველად ნაყოფი დაიღუპა. ოპერაციის შემდეგ, კი მშობიარეც გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სხვა რეგიონის მცხოვრებია და გურჯაანის კლინიკაში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა.
მან დახმარებისათვის, ექიმებს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო.
ამ დროისათვის, ცხედარი ექსპერტიზაზე, სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე შესაბამისმა უწყებამ მოკვლევა დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი