1747980527
სან-დიეგოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-დიეგოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. მცირე ზომის სამოქალაქო თვითმფრინავი დასახლებულ ადგილას ჩამოვარდა, დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის გამო, 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. კატასტროფის მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.