რა არ უნდა განათავსოთ ხატებთან ერთად და როგორ უნდა მოაწყოთ სიწმინდეების კუთხე
1747857127
იცით, როგორ აღესრულა იუდა ისკარიოტელი იესოს გაცემის შემდეგ? ცნობილია, რომ თვითმკვლელობით...
გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის გაცემისა და 30 ვერცხლად გაყიდვის შემდეგ, იუდა აივსო სინანულით და არა მონანიებით. მათე ამბობს, რომ იუდამ თავი ჩამოიხრჩო. ლეგენდის თანახმად, ის ვერხვის ხეზე ჩამოეკიდა. და თითქოს მას შემდეგ თრთის ამ ხის ფოთლები. ერთი ვერსიის თანახმად, უფალმა უკანასკნელი შანსი მისცა, რომ სული მომაკვდინებელი ცოდვით არ დაემძიმებინა იუდას და ამ ხის ტოტები ხან დაიხარა, ხან - ჩამოტყდა. ჩამოკიდებას ვერ ახერხებდა.
"მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ, და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე. დაყარა ვერცნლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია. ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა. ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე".
ლუკას წყაროებით, იუდა ჩავარდა და გასკდა... "მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა."
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჰყვება გარდამოცემის შესახებ, რომელიც მას იერუსალიმის შემოგარენში, მონასტერში მონაზონმა მოუთხრო.
"იმისთვის, რომ ცოდვა არ მოენანიებინა, იუდამ გადაწყვიტა ქრისტეს ჯვარცმამდე მოეკლა თავი. წავიდა უფსკრულის პირას, ხე შეარჩია და ამ ხეზე ჩამოეკიდა. თავს თუ მოიკლავდა, ცხადია, ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. ეს მან იცოდა. ისედაც ყველა ადამიანი, ქრისტეს აღდგომამდე, გარდაცვალებისას ჯოჯოხეთში მიდიოდა. იცოდა ისიც, რომ ქრისტე ჯვარცმიდან მესამე დღეს აღდგებოდა; აღდგომამდე, ორი დღით ჩავიდოდა ჯოჯოხეთში და იქიდან სულებს დაიხსნიდა. ანუ მოიფიქრა, რომ ჩავიდოდა ჯოჯოხეთში და ქრისტეს იქ დახვდებოდა. და ქრისტე იძულებული გახდებოდა, რომ იუდა, ყოველგვარი თხოვნისა და მონანიების გარეშე, ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა. და თავისი ბილწი განზრახვების აღსრულებას გააგრძელებდა (იუდა).
და რა მოხდა? ხემაც კი ვერ იტვირთა ამხელა ცოდვა და ჩამოტყდა და იუდა ჩაიჩეხა, ოღონდ გადარჩა. რაღაც პერიოდი იცოცხლა. ცოდვის მოუნანიებლობის გამო, იცით, რა დაემართა? გასივდა, ისე გასივდა, რომ გზაზე ურემი რომ შეხვედროდა, გვერდს ვერ აუვლიდა. მხოლოდ ტანი კი არა, თავი ისე გაუსივდა, რომ თვალებს ვერ უპოვიდით. ბოლოს გასიებისგან გასკდა და მისი ნაწლავები მიმოიფანტა. ეს მოხდა იერუსალიმის გარეთ, ამ ადგილს, სადაც ნაგავსაყრელი იყო, ერქვა გეენია. იქ ისეთი სიმყრალე იყო, უცებ ნაგავს დაყრიდნენ და გაიქცეოდნენ ხოლმე. იუდას გასკდომის შემდეგ, ნაგავსაც კი ვერ ყრიდნენ, ისეთი სიმყრალე დადგა იქ.
იერუსალიმში ყოფნისას მოვინახულე გეენიის ადგილი, ის ხე - იუდას ხე... ეს ამბავიც იქ მიამბო მონაზონმა." ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ...