სამძიმარს ვუცხადებ თურქ მეგობრებს, მიწისძვრის შედეგად ყველა დაშავებულს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ - დარჩიაშვილი

დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

როგორც დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ცნობა დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ თურქეთში, ქალაქ კაჰრამანმარაშში შოკისმომგვრელია. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო თურქ მეგობრებს და ვუსურვო სწრაფად გამოჯანმრთელება ყველა დაშავებულს“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანია დაღუპული. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.