,,დაბადების დღე ჰქონდა, ეს რა უბედურება დატრიალდა...“ - 29 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
1769889310
„ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა რეკორდულ დროში მოიძებნა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მანქანა ქალაქ ავერსას მახლობლად, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებული იპოვეს.
სამართალდამცველების შეფასებით, ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია და ის უკვე პატრონს დაუბრუნდა.
ცნობისთვის, 3 ნოემბერს ქურდებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმას დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს. მომხდარის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ ადგილობრივ პოლიციას დილითვე აცნობა.