ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთ ახლად აშენებულ კორპუსში ხანძარი იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარება. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანმა მიიღო მსუბუქი ინტოქსიკაცია. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ფართი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დაკეტილი იყო და იქ ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.