რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ამერიკის პოლიცია

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მძღოლი, მეორე კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.