პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სტამბოლში, ქართველ მამაკაცს ორი უცნობი, ნიღბიანი და შეიარაღებული პირი დაესხა თავს და სასტიკად სცემა. დაშავებული 49 წლის “კანონიერი ქურდი“ გიორგი, იგივე გოგი ჯანელიძე აღმოჩნდა.
შემთხვევის დროს ასევე გაუსწორდნენ მასთან ერთად მყოფ ,,კრიმინალურ ავტორიტეტს“, ნუგზარ ტორჩინავას. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა ქართველი “კანონიერი ქურდი“ სტამბოლის ფეშენებელურ სასტუმროში Kumburgaz Marin Princess-ში ისვენებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის უკან ქურდული სამყაროს მეგრული კლანი დგას, რომლის არაერთი წარმომადგენელი თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
დანაშაულის მოტივად, კლანებს შორის არსებული დაპირისპირება სახელდება.