„როგორ ამაყად მითხარი, ნახე, რა კარგი შვილები მიზის მანქანაშიო...“ - სამტრედიაში დაღუპულ მცირეწლოვანს გლოვობენ

ანდრია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტრაგიკულად 4 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ბავშვი სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და ორმოში ჩავარდნის შედეგად დაშავდა. მცირეწლოვანმა რამდენიმე დღე კლინიკაში გაატარა.

სამტრედიელები მომხდარით თავზარდაცემულები არიან და პატარას ემშვიდობებიან.

რა გითხრათ, როგორ განუგეშოთ... გია, როგორ ამაყად მითხარი ორი თვის წინ, ნახე, რა კარგი შვილები მიზის მანქანაშიო. თურმე რა გელოდა წინ...“; „უფალს ებარებოდე, პატარა ანგელოზო, სიტყვებიც ზედმეტია, ისეთი საშინელება დაგვატყდა თავს... ყველას ტკივილი ხარ, შვილო, გული მეწვის შენს ფოტოს რომ ვუყურებ. გამძლეობა შენს ოჯახს და მშობლებს“; „ვიზიარებ ოჯახის უდიდეს ტკივილს. ანგელოზი იყავი ანდრია და ანგელოზად წახვედი... მთელი სოფელი გტირის, ანდრი“ - წერენ ადგილობრივები.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ადამიანი მაინც მარტოა“ - ვრცელდება დაღუპული, ლუკა ლაცაბიძის სულისშემძვრელი ვიდეო

ვრცელდება ბიჭის ფოტო, რომელიც სასტუმროს აუზში დაიხრჩო - „განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...“

4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა

VIDEO: „ვუძღვნი ჩემს ახალ შეყვარებულს...ტანჯვა და ცეცხლი” - ტარიელ სუარი ახალ კომპოზიციას ასრულებს