დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მერიამ რეაბილიტირებული შადრევნისა და მცირე კასკადის გახსნის ფოტომასალისა და ინფორმაციის წაშალა. როგორც მერიაში განმარტავენ, ეს „ერთგვარი პოზიციაა შემზარავი ფაქტის მიმართ“.
„ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გუშინდელი ფოტომასალის და ინფორმაციის აღება, რაც არის ერთგვარი პოზიცია ამ შემზარავი ფაქტის მიმართ. მთელი გულით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილის ოჯახს!“ - განმარტავენ მერიაში.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.