პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სოფელ შილდის ტყეში, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები დილიდან განახლდა.
შემთხვევის ადგილზე, ცეცხლის ლოკალიზებისათვის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ასეული შევიდა.
პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც, რომელიც შილდაში გუშინ, ბორჯომიდან ჩაფრინდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ტყეში ხანძრის ათზე მეტი კერაა, რამაც ცეცხლის გარშემო წრის შეკვრა გაართულა.
შეგახსენებთ, ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტში , სოფელ შილდის ტყეში, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე, 1 სექტემბერს გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია.