ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
სოციალურ ქსელში პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგება გაიხსენეს, რომელიც 2020 წელს, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღეს იქადაგა. აი რა ბრძანა პატრიარქმა მაშინ:
პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ქალმა მოაქცია.
„მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის.
არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მე მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი. იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა და წმინდა ნინომ ინება, ხუთ წუთში დაიწერა ეს საგალობელი.
სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი“, – განაცხადა პატრიარქმა.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232