პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში 12 სექტემბერს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მარიამ დუგლაძე გუშინ დაკრძალეს.
ახალგაზრდა გოგო 6 დღე კომაში იყო, ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ.
მარიამს სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან:
,,ჩემო პატარა, ღვთისმშობლის შობას საბოლოოდ გილოცავ ამ სოფელში..."
"ყველაზე გრძელი გზა ისაა, წახვალ და აღარ დაბრუნდები..."
ყოველთვის გულში მეყოლები,
ძალიან მიყვარხარ ჩემო მარსელსო, მომენატრები...
მშვიდობით, ჩემო მეგობარო".
,,რა უსამართლოა ცხოვრება, ასეთი ანგელოზები არ უნდა გვტოვებდნენ, მშვიდად განისვენე მარიამ", - წერენ სოციალურ ქსელში.
ავტოსაგზაო შემთხვევას მარიამის ბებია და ბაბუაც ემსხვერპლა.
მანქანაში იმყოფებოდა მარიამის მცირეწლოვანი შვილიც, საბედნიეროდ, მას მძიმე დაზიანებები არ მიუღია და კლინიკიდან მალევე გაწერეს.
მარიამის დედა, ემიგრაციაში იმყოფებოდა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა.