დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გლდანში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი. შემთხვევა გლდანის 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე შეწყვიტეს. „თბილისი ენერჯიმ“ თავდაპირველად ტრაგედიის მიზეზად ღია წვის დანადგარის გამოყენებას ასახელებდნენ. "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში არსებობს ერთადერთი ვერსია, რომელიც CO-ს დაგროვებას უკავშირდება.
სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ერთი ოჯახის 5 წევრის გარდაცვალების მიზეზი, გაუფრთხილებლობა გახდა.
ირკვევა, რომ ირაკლი შანიძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში საცხოვრებლად ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში შესულ მაშველებს გაზის ღუმელი ჩართული დახვდათ.
უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ გაზის ღუმელის გამოყენება ბინის გათბობის მიზნით სიცოცხლისთვის საშიშია და გარკვეულ რისკებს წარმოადგენს. მსგავსი ფაქტების მიმდინარე წლის სტატისტიკა მძიმეა, ბოლო ერთ თვეში CO-ს დაგროვებით მხოლოდ თბილისში უკვე 6 ადამიანია გარდაცვლილი.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.