წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
უთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
როგორც ირკვევა, პირი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.
მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა, მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა.
კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.