VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ნახალოვკაში, პირველ სამშობიაროსთან, ჩხიკვაძის ქუჩასთან შუქნიშანზე ფეხმძიმე ქალს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველის თქმით, ქალი 7 თვის ორსულია.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, ქალი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა რა დროსაც ავარია მოხდა. ორსული მცირე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ქმარი შოკში იყო. წამლებზე გამოვედით, სახლში ორი პატარა გველოდებაო. ახლა ბავშვიც კარგად არის და დედაც. ეს ერთი კვირა უნდა ვაკონტროლოთ მდგომარეობაო. სავარაუდოდ, ბინაზე გაწერენ.“ - წერს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.