მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
თი მაჭავარიანი კლინიკაში მოხვდა. როგორც ინფლუენსერი ამბობს, ყურის გაუსაძლისი ტკივილების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა კი, მკურნალობის კურსს ბინაზე გადის. ინფლუენსერს ყურის მწვავე ანთება დაუდგინდა.
,,მქონდა ვირუსი, რომელიც ძალიან გავრცელებულია ახლა. არ არის სახუმარო ვირუსი, ფრთხილად იყავით. მე ჯიუტი, სანამ უკიდურესი მდგომარეობა არ იქნება, ექიმთან არ მივდივარ. ვირუსმა იმდენი ქნა, გამოიწვია ყურის მწვავე ანთება. ტკივილები მაქვს გაუსაძლისი. ძალიან ბევრი მედიკამენტი დამინიშნეს, ძალიან ცუდად ვიყავი, საავადმყოფოდან რომ მოვედი. თუკი შეამჩნიეთ რაიმე სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩემსავით ჯიუტად სახლში არ დასხდეთ. დამინიშნეს მკურნალობა და სამ დღეში ისევ უნდა მივიდე ექიმთან", - ამბობს თი ინსტაგრამ სთორიში.